კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ელფერი (შემდგომში „ჩვენ“) აფასებს თქვენს კონფიდენციალურობას. ეს დოკუმენტი ხსნის, რა მონაცემებს ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ და როგორ დავიცავთ მათ.
რას ვაგროვებთ
- Google-ით შესვლისას: თქვენი სახელი, ელფოსტა და პროფილის ფოტო (Google OAuth-ის მეშვეობით).
- თქვენ მიერ შექმნილი დიზაინები, ტექსტები, ბრენდები და მენიუ.
- კრედიტების ისტორია და ანგარიშის აქტივობა.
როგორ ვიყენებთ
მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ სერვისის მუშაობისთვის — თქვენი დიზაინების შესაქმნელად, შესანახად და ანგარიშის სამართავად. ჩვენ არ ვყიდით თქვენს მონაცემებს და არ ვიყენებთ სარეკლამო მიზნებისთვის.
სად ინახება
მონაცემები ინახება უსაფრთხო სერვერებზე (Railway, PostgreSQL) და სურათები — Cloudflare R2-ზე. AI-გენერაცია ხდება გარე სერვისების მეშვეობით (Anthropic, fal.ai), რომლებსაც გადაეცემა მხოლოდ გენერაციისთვის საჭირო ტექსტი.
წაშლა
შეგიძლიათ მოითხოვოთ ანგარიშისა და მონაცემების წაშლა. მოგვწერეთ hello@elper.ge-ზე.
ვიტრინა
თუ დიზაინის ვიტრინაზე გამოქვეყნებას დაეთანხმები, დიზაინი და შენ მიერ მითითებული ბიზნესის სახელი/ბმული საჯაროდ გამოჩნდება ელფერის ვიტრინის გვერდზე — მოდერაციის შემდეგ. თანხმობის დრო ფიქსირდება. გამოქვეყნების მოხსნა ნებისმიერ დროს შეგიძლია და მოხსნა მყისიერია.
კონტაქტი
კითხვებისთვის: hello@elper.ge